გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი 19:00 საათზე გორის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს საზეიმოდ გაანათებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, დღესვე გორში ნაძვის ხესთან ერთად, საახალწლოდ მორთული ქუჩებიც განათდება და სტალინის გამზირზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ, ღონისძიებაც გაიმართება.
ამასთან, ცნობილია, რომ გორში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო განათებების შესაძენად გორის მერიამ 30 000 ლარი გამოყო.