გორის მერია საახალწლო ბაზრობის მოწყობას გეგმავს

973
გორი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, რამაზ შიოშვილმა განაცხადა, რომ გორში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ, იგეგმება საახალწლო ბაზრობის მოწყობა, ზუსტად არ ვიცით, ჯერ რა რიცხვში მოეწყობა, ახლა ვმუშაობთ ამაზე. რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, 17 დეკემბერს იქნება ნაძვის ხის ანთება. 31 დეკემბერს, ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე, დაახლოებით, 10 საათისთვის დაიწყება კონცერტი საკრებულოს შენობის წინ მოწყობილ სცენაზე. ვაპირებთ რამდენიმე მომღერლის მოწვევას. ასევე ვფიქრობთ, რომ საახალწლო პერიოდში მოვაწყოთ ატრაქციონები, ქალაქის სამ მისამართზე, ამაზეც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ატრაქციონები უფასო იქნება სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვის“, – ამბობს რამაზ შიოშვილი.

ამასთან, ცნობილია, რომ საახალწლო განათებების შესაძენად გორის მერიამ 30 000 ლარი გამოყო.