ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება თამარ მეფის პირველი შესახვევის კეთილმოწყობა, სადაც უკვე მოეწყო საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი და 212 გრძივ მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი.
გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია ისრაფილ ჯინჭარაძის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობა და გაზაფხულის ქუჩაზე საყრდენი კედლის, სანიაღვრე არხისა და გარეგანათების ბოძების მონტაჟიც.
როგორც მერიაში აცხადებენ, კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 399 000-მდე ლარს შეადგენს.