ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაციაზე 1 მილიონზე მეტი დაიხარჯა

1138

წინა სტატია

ქუთაისში თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის დასრულებულია, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე დახაზვითი სამუშაოები და ქუჩა დათქმულ ვადაში გაიხსნება, თუმცა შესრულებული სამუშაოები აღმასრულებელს ჯერ არ ჩაუბარებია, მერიაში განმარტავენ, რომ დასკვნას ელოდებიან. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

კოპმანია “საქმილსადენმშენს” სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა პროექტში შესული ცვლილებების გამო ვადის, დაახლოებით, ორი თვით გაზრდა მოითხოვა, ასევე 20 000 ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის გამოყოფილი თანხავ.

ქუჩის რეაბილიტაციაზე 1 076 000 ლარი დახარჯა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა გზის საფარი, ტროტუარები და ყველა სახის საკომუნიკაციო ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა.

პროექტი გაწერილ ვადებში რომ ვერ დასრულდებოდა, ოპოზიცია ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდა. აღნიშნულს მერიაში არ ადასტურებდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.