ჩუღურეთის რაიონში, 5 მისამართზე, გზის დამჭერი კედელი მოეწყო

729

ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის N9-ში, აფხაზეთის N78-ში, ზაზიაშივილის მე-3 შესახვევი N18-ში, ჩეჩელაშვილის N131-სა და ართვინის N29, N31, N33-ში გრუნტისა და გზის დამჭერი კედელი მოეწყო.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიებმა შეასრულეს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 146 629 ლარია.

“ჩუღურეთის რაიონისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს საყრდენი კედლები. აღნიშნულ მისამართებზე იშლებოდა მიწა და მოქალაქეების სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20-მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში გრუნტისა და გზის დამჭერი 27 კედელი მოეწყო.