ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

955

ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა გრუნტი და მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და ბაზალტის ბორდიური. ამ ეტაპზე კი, დაწყებულია დეკორატიული ფილებისა და ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.

“ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 2 799 999,00 ლარს შეადგენს”, – ამბობენ ბათუმის მერიაში.