სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 7 დეკემბერს, თელავში, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში 12:00 საათზე დაიწყება.ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმზე 30-ზე მეტი მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც დასაქმების მსურველებს 1 000-ზე მეტ ვაკანსიას გააცნობენ.
“ფორუმის ფარგლებში დასაქმების მსურველებს შესაძლებობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ დამსაქმებლებს. ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები არიან საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელების, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებიდან. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.