მესტიის მერიის 16 თანამშრომელზე 10 ათას ლარამდე ფულადი დანამატი გაიცა

686

მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებს შორის ფულადი დანამატი მხოლოდ ორ ა(ა)იპ-ში მესტიის დასუფთავებასა“ და “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ გაიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

გამოცემა “ლაივპრესის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, “მესტიის დასუფთავებაში“, სულ 12 თანამშრომელზე 9 040 ლარი გაიცა. მათ შორის, ა(ა)იპ-ის დირექტორმა 1 500 ლარი მიიღო, მისმა ორმა მოადგილემ კი 1 000 და 800 ლარი. ათასი ლარი გაიცა საწყობის გამგე-მომმარაგებელზეც. ხოლო, 990 ლარი მიიღო კონსულტანტმა. ორ მეეზოვეზე 625 და 600 ლარი გაიცა. ერთ მუშაზე კი 600 ლარი. მთავარმა ბუღალტერმა – 750, სამმა მთავარმა სპეციალისტმა 250, 300 და 625 ლარი მიიღეს.

რა დამსახურებისთვის გასცეს დანამატი, მესტიის მერიისგან მიღებულ წერილში არ არის დაკონკრეტებული.

რაც შეეხება “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“, აქ ფულადი დანამატი ოთხმა თანამშრომელმა მიიღო, “ეპიდემიოლოგიური უზრუნველყოფის უსაფრთხოების“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის. ჯამში 650 ლარი. მათგან, დირექტორმა 195 ლარი , ექიმ-ეპიდემიოლოგმა 295, მთავარმა ბუღალტერმა 100, მძღოლმა კი 60 ლარი მიიღო.

სულ ორივე ა(ა)იპ-ში თანამშრომლებზე 9 690 ლარი გაიცა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში პრემია, ფულადი ჯილდო, დანამატი, ან წახალისების სხვა საშუალება არ გაცემულა.