უფასო სასადილოებით მომსახურებაზე ტენდერები გამოცხადდა

980

სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურებაზე სახელმწიფო ტენდერები გამოცხადდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ჯამურად 10 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერები  ისნის, საბურთალოს, ნაძალადევის, გლდანისა და დიდუბის რაიონის გამგეობებმა უკვე გამოაცხადეს.

ისნის რაიონში, 4800 სოციალურად დაუცველის გამოკვებისთვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საბურთალოს რაიონში 1 794 ბენეფიციარისთვის – 851 ათასი, ნაძალადევში 6 941 ბენეფიციარისთვის – 3,3 მილიონი ლარი, გლდანში 6 480 ბენეფიციარისთვის – 3 მილიონი, ხოლო დიდუბეში 2 200 ბენეფიციარისთვის კი – 1 მილიონი ლარი.

გამარჯვებულმა კომპანიებმა, სოციალურად დაუცველების საკვებით უზრუნველყოფა 2019 წლის 1 იანვრიდან, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყონ.