პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონების დღეები გაიმართება

446

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონების დღეები გაიმართება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონების კვირეული ნოემბერში, სვანეთით გაიხსნება.

„ჩვენ გითმობთ დედაქალაქის ცენტრში ორბელიანების სასახლის სივრცეს, და ყველა ჩვენ საშუალებებს, რათა რეგიონებმა რაც შეიძლება მრავალფეროვნად წარმოადგინონ საკუთარი თავი, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. აქ არანაირი ჩარევა არ იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ მხარდაჭერა, იმისთვის, რომ ყველა კუთხით, წარმოჩინდნენ თქვენი რეგიონები, მუნიციპალიტეტები, ის, რაც კეთდება, რაც მართლაც თვალსაჩინოა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან ცოცხალი და ძალიან საინტერესო პროცესი. დავიწყებთ ნოემბერში და რეგიონების კვირეულს სვანეთი გახსნის. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ სვანეთით ვიწყებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციაზე.