ბათუმის მერია: მწვანე კონცხზე ასასვლელ ამორტიზებულ საჰაერო-საბაგირო გზას დემონტაჟი ჩაუტარდება

739

მწვანე კონცხზე ასასვლელი ამორტიზებული საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟი, სავარაუდოდ, 20 დეკემბრამდე დასრულდება. მერიის ინფომაციით, დემონტაჟის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა და მწვანე კონცხზე ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციებს დემონტაჟი ჩაუტარდება და ნარჩენების ტერიტორიიდან გატაიტანენ.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, საბაგირო გზის მზიდი კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და აღდგენა-გამაგრებას არ ექვემდებარება.

“კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია სრული დემონტაჟი”, – ამბობენ მერიაში.