ტყიბულს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. №6 საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მერიის ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და 357 019 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს “თ.ბ.-კაპიტალმა“ აწარმოა.
მათივე ინფორმაციით, ორ სასწავლო ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღი აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ინვენტარით, რომლის შესაძენად მუნიციპალური ბიუჯეტიდან დამატებით 17 444 ლარი გამოიყო.
“შენობა არის გაზიფიცირებული და უზრუნველყოფილია წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით. ასევე, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის”, – აცხადებენ მერიაში.