ასპინძის საოლქო კომისიამ დასკვნითი საჯარო შეხვედრა გამართა

677

#39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოსახლეობასთან დასკვნითი საჯარო შეხვედრა გამართა. კომისიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ვესაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რეგისტრაციებზე, კენჭისყრის დღის პროცედურების თანმიმდევრობაზე, ასევე გვაინტერესებდა ხელი ხომ არ ეშლებათ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან და დაბრკოლებები ხომ არ ხვდებათ არჩევნების დღეს“, – განაცხადა #39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა როსტომ მაგრაქველიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობაში დარიგდა კითხვარები და საინფორმაციო ფლაერები. შეხვედრის დროს საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა არჩევნების დღის იმიტაციაც გააკეთეს.

ღია კარის დღე, შემაჯამებელი შეხვედრა #39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში 25 მაისს გაიმართა.

შემაჯამებელ შეხვედრამდე, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრები დაბა ასპინძაში, დამალაში, სარო–ხიზაბავრაში, იდუმალა–ოშორაში გამართა.