დაბა ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, აღმაშენებლის ქუჩაზე გზის საფარი რეაბილიტაცია მოხდება. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები დიდველის გზიდან განხორციელდება.
“ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი წლებია დაზიანებული იყო რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. პროექტის მიხედვით, გზაზე გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, მოწესრიგდება 450მ სიგრძის მონაკვეთი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 382 ლარი გაიხარჯება.
განახლებული ინფრასტრუქტურა საკურორტო ზონისათვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართლებით სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება”, – აღნიშნა გამგებელმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, დაბა ბაკურიანში 12 ქუჩისა და 4 საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაციაც აქტიურად მიმდინარეობს.
წყარო: ეტანიუსი