სამგორის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოეწყო

1000

სამგორის რაიონში, კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე დასასვენებელი სივრცეებიის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, დედაქალაქის მერის კახა კალაძის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესაბამისად, ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, 600 კვ.მ ფართობზე განთავსებულ დასასვენებელ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკე სკამები და სავარჯიშო ტრენაჟორები დადგეს და დაამონტაჟეს განათების სისტემა.

სამგორის რაიონში მიმდინარე წელს 18 ახალი სკვერი მოეწყო.