სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

2097

წინა სტატია

სოფო ხალვაში წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ტალღის წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან დროებით მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ბათუმსა და თბილისში გამართულ მხარდასაჭერ კონცერტებზე იმღერა და კლიპშიც მიიღო მონაწილეობა.

ამ ფაქტის გამო, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინარული წარმოება დაიწყო და ხალვაშს, მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო, საყვედური გამოეცხადა.

12 ნოემბერს, სოფო ხალვაშმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მაუწყებლის დირექტორს კი, ამ ეტაპზე, მისი განცხადება დაკმაყოფილებული არ აქვს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში აცხადებენ, წარმოება ამ საკითხზე ჯერ არ დასრულებულა.