ქუთაისში, “ტორპედოს” სტადიონის წინ არსებულ მშვიდობის მოედანზე “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი დამონტაჟდება. მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე გიორგი კიკვიძემ დაამზადა 2,5 მეტრი იქნება. კიკვიძის ინფორმაციით, მონუმენტი მზადაა, თუმცა მისი დადგმისთვის კარგ ამინდს ელოდებიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მშვიდობის ბურთის მონუმენტი მოქალაქე ბესიკ ადამიას ინიციატივაა, რომელიც მის დადგმას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა.
“ტენდერში გაიმარჯვა ინდივისუალურმა მეწარმემ გიორგი კიკვაძემ და ამჯერად მასთან ინახება მონუმენტი. მოედანზე უკვე დასხმულია ბეტონი მონუმენტის დასადგამად და ამინდების გამოსვლისთანავე მშვიდობის ბურთი დამონტაჟდება”, – ამბობს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით სინაურიძე.
მისივე თქმით, “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი ქუთაისისთვის მშვიდობის სიმბოლო იქნება, ამიტომ ბურთზე სიტყვა მშვიდობა – სხვადასხვა ენაზე იქნება დაწერილი.