თბილისისა და ზუგდიდის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი თელავშიც გაიხსნა. თელავის ტექნოპარკი აღჭურვილია ყველა იმ მომსახურებითა და სერვისით, რომლითაც საქართველოს სხვა ტექნოპარკების მომხმარებლები სარგებლობენ. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს.
ტექნოლოგიური პარკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში აშენდა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ინოვაციური ცენტრის ტექნოპარკის მშენებლობას კასპშიც იწყებს. ასევე, ცნობილია, რა ადგილას აშენდება გურჯაანში ტექნოპარკი.