ხელვაჩაურში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

709

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. დოკუმენტის განხილვის შემდეგ საკრებულომ შენიშვნების მერიაში 10 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი 16 464 000 ლარია. სხვა შემოსავლები გაზრდილია 2 100 000 ლარამდე.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იზრდება ხარჯებიც, მათ შორის შრომის ანაზღაურება თითქმის 600 ათასი ლარით.  რაც შეეხება ტრანსფერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტი 1 500 000 ლარს მიიღებს.