გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, 45 841 ლარის საწვავი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ნაკლები ოდენობის საწვავი – ოქტომბერში, ყველაზე მეტი კი მაისში მოიხმარეს.
საწვავის ხარჯი თვეების მიხედვით: იანვარი – 3 798 ლარი; თებერვალი – 5 082 ლარი; მარტი – 4 596 ლარი; აპრილი – 4 922 ლარი; მაისი – 6 312 ლარი; ივნისი – 5 390 ლარი; ივლისი – 4 557 ლარი; აგვისტო – 4 527 ლარი; სექტემბერი – 3 530 ლარი; ოქტომბერი – 3 127 ლარი.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიამ 10 თვეში თანამშრომელთა მივლინებებზე 27 339 ლარი, ხოლო, სატელეფონო კომუნიკაციისთვის 33 975 ლარი დახარჯა.