ბოლო 10 თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამივლინებო ხარჯი ყოველ თვე გაიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მერიის თანამშრომელთა მივლინებებზე მიმდინარე წელს 27 339 ლარია დახარჯული. აქედან 12 740 ლარი – სწავლებისა და ტრენინგებზე დასწრების მიზნით მივლინებებისთვის, 14 599 ლარი კი ფორუმებში, შეხვედრებში მონაწილეობისა და პრეზენტაციებისთვის დაიხარჯა.
სამივლინებო ხარჯები თვეების მიხედვით:
თვე |
ფორუმი, შეხვედრა, წარდგენა, პრეზენტაცია |
სწავლება, ტრენინგი |
იანვარი | 102 ლარი | 0 ლარი |
თებერვალი | 2 072 ლარი | 1 352 ლარი. |
მარტი | 455 ლარი | 492 ლარი |
აპრილი | 5 432 ლარი | 3 108 ლარი |
მაისი | 805 ლარი | 546 ლარი |
ივნისი | 5 932 ლარი | 1 305 ლარი |
ივლისი | 447 ლარი | 5 026 ლარი |
აგვისტო | 2 919ლარი | 0 ლარი |
სექტემბერი | 1 040ლარი | 2 653 ლარი |
ოქტომბერი | 827 ლარი | 1 056 ლარი |
შეგახსენებთ, რომ გორის მერიამ 10 თვეში სატელეფონო კომუნიკაციისთვის 33 975 ლარი, ხოლო, საწვავისთვის 45 841 ლარი დახარჯა.