გორის მერიამ 10 თვეში სატელეფონო კომუნიკაციისთვის 33 975 ლარი დახარჯა

758

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, სატელეფონო კომუნიკაციისთვის 33 975 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ათი თვის განმავლობაში, მერიის საკომუნიკაცია ხარჯი ყველაზე მეტი – ივნისში, ყველაზე ნაკლები კი იანვარში იყო.

ხარჯი თვეების მიხედვით: იანვარი – 2 497 ლარი; თებერვალი – 2 770 ლარი; მარტი – 3 388ლარი; აპრილი – 3 506 ლარი; მაისი – 3 597ლარი; ივნისი – 3 770ლარი; ივლისი – 3 758ლარი; აგვისტო – 3 625; სექტემბერი – 3 593ლარი; ოქტომბერი – 3 471ლარი.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიამ 10 თვეში თანამშრომელთა მივლინებებზე 27 339 ლარი, ხოლო, საწვავისთვის 45 841 ლარი დახარჯა.