ქობულეთის სოფელ გვარასა და ქვედა კონდიდში გაზიფიცირება დასრულდა

814

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარასა და ქვედა კონდიდში გზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ამჟამად კი, რამდენიმე სოფლის მიმართულებით გაზის მილების მოწყობა მიმდინარეობს.

სოფელ გვარაში გაზიფიცირების დაქსელვა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოების ფარგებში, აიგო 23 კმ სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული პროექტისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.რის შედეგადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებ 316 და სოფელ ქვედა კონდიდში 135 აბონენტს ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

ასევე, გაიმართა ზედა და ქვედა კვირიკეს გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაციაც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. ზედა და ქვედა კვირიკეში მცხოვრები 870 კომლის გაზიფიცირებისთვის 42 კმ გაზსადენის მილს გაიყვანენ. სამუშაოები მომავალი წლის მარტის ბოლოსთვის დასრულდება.