“არ მგონია, საარჩევნო სისტემაზე ვენეციის კომისიის შენიშვნების საპირწონედ დღეს არსებული სისტემა განიხილებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
თავად ლილუაშვილი მაჟორიტარული სისტემის შეცვლას უჭერს მხარს: – “საარჩევნო სისტემის შეცვლა და მეტი დემოკრატიისაკენ წასვლა თავად ჩვენი სურვილი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული ნებისმიერი შენიშვნა და რეკომენდაცია ჩვენთვის გასათვალისწინებელი იქნება. ჩემი ინფორმაციით, ამის საპირწონედ მოქმედი საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არ განიხილება. შეიძლება კონკრეტულ დეპუტატთა ჯგუფს აქვს მოსაზრებები არსებული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ. ეს ყველაფერი გუნდში მსჯელობის საგანი იქნება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემა ყველა ხელისუფლებისათვის კონფორტის ზონას წარმოადგენდა და ვერც ერთმა წინა ხელიწუფლებამ ვერ გაბედა ის, რისკენაც ნაბიჯს „ქართული ოცნება“ დგამს.
წყარო: ინტერპრესნიუსი