Spiegel: საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია

761

გერმანულ ჟურნალ “Spiegel- ში” 15 ნოემბერს სათაურით “რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო?” სტატია გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროზე და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.

“წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა – ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) “Spiegel-ს” განუცხადა.

რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი? რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა? სად არის სამედიცინო პრობლემები? – ეს ის საკითხებია, რომლის მიხედვითაც შეფასდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

“საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია – Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი – “დაბალი“.

International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ, რისკი “საშუალოდან“ გადავიდა “დაბალზე“, რადგან უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.