ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ნიშნავს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვები დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ჩვენ ვებ-გვერდზე უკვე არის კომისიებსა და ფრაქციებში დაგეგმილი განხილვების გრაფიკი. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებს, რომ იყვნენ აქტიურები. რათა ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახოს საზოგადოების რეკომენდაციები და ინტერესები. საკრებულოს აპარატი არასამუშაო დღეებშიც კი მიიღებს მათ წინადადებებს“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 10 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.