მთაწმინდის რაიონში, შანიძის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შეკეთდა და მოასფალტა საფეხმავლო ზონები, რომლის გასწვრივ, 1 200 გრძივი მეტრი ბაზალტის ბორდიური მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. ამ ეტაპზე კი, სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანობაში, 5 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 250 ათასი ლარი დაიხარჯება.