2019 წლიდან მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინ კურსების საშუალებით შეძლებენ

869

2019 წლიდან მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინ კურსების საშუალებით შეძლებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც “ათასწლეულის გამოწვევის ფონდიში“ აცხადებენ, ონლაინ კურსები, როგორც ზოგადპროფესიულ, ასევე, საგნობრივ მოდულებს მოიცავს. მათივე თქმით, ამჟამად ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მოდულების პილოტირება მიმდინარეობს.

ფონდის ინფორმაციით, ონლაინ კურსების საშუალებით პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი. ონლიან ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარებათ.

ფონდში აცხადებენ, რომ ტრენინგების დისტანციური ონალინ კურსები “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ მიერ შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე მომზადდება, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტებს აერთიანებს, რაც ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას შეუწყობს ხელს.

კურსების შემუშავება 2019 წლის აპრილში დასრულდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ონლაინ კურსები “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში იქმნება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პირისპირ კურსების ონლიან ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია უზრუნველყოფს.