წავკისში, აღმაშენებლის III ჩიხში, საგზაო სამუშაოები დასრულდა. ამორტიზებულ სავალ ნაწილს, რომელიც კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას აფერხებდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად შეკეთდა 1 000 კვ.მ-მდე გზის ფართობი, სადაც ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო და ახალი ბორდიური მოეწყო.
აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 ათასი ლარი გამოიყო.