გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილიდან მაისურაძის I შესახვევამდე, ზაქარია მაისურაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და 1 500 კვ. მეტრ ფართობზე ტროტუარი მოეწყო. მათივე ცნობით, ამჟამად, დაახლოებით, 6 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია “როუდ სოლუშენი“ აწარმოებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 644 725 ლარით ფინანსდება.
“ასევე, პატარა ტბის მიმდებარე ქუჩების – ტიხონოვის, წინამძღვრიშვილის, გულისაშვილის, მარჯანიშვილისა და ბარათაშვილის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგდა. მომავალ წელს, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება”, – აცხადებენ გამგეობაში.