ახალციხის სკოლაში ბულინგის შემთხვევებს სახალხო დამცველი შეისწავლის

927

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მოსწავლეების მხრიდან ცემისა და ფულის წართმევის საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შესწავლა დავიწყეთ. სხვას ვერაფერს გეტყვით“, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოკვლევა ჩაატარეს, თუმცა არცერთი ფაქტი არ დადასტურდა, შესაბამისად გამოძიება არ დაუწყიათ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ უფროსკლასელები მათ ფულს ართმევენ, ამავე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს კი თანაკლასელის ცემაში ადანაშაულებენ.