ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 15 ნოემბერს დასრულდება. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, თვალამრიდების, ბეტონის კიუვეტებისა და გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებბენ, ჟინვალი-ბარისახო-შატილის აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რის გამოც გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა. მათი თქმით, 40 წლის განმავლობაში გზის საფარის განახლება პირველად მიმდინარეობს. ამასთან, მატივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 კმ-იანი გზას, 1 ხიდს და ჩატარდება ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის კუთვნილებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები; ასევე, მოეწყობა საგზაო ნიშნები და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ გზის პროექტირება/მშენებლობა პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.
სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 8 562 700 ლარია. სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული.