ჩუღურეთის რაიონში, შიდა საუბნო გზებისა და ეზოების მოასფალტება გრძელდება. ამ ეტაპზე, გამგეობის ინფორმაციით, დონდუას N2-ში 600 კვადრატულ მეტრზე გზის ახალი საფარი იგება.
გამგეობის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა დაზიანებული გზის საფარი და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 20 000 ლარს შეადგენს.
“2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩუღურეთის რაიონში 22 ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, წლის ბოლომდე 3 მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგება იგეგმება”, – აცხადებენ გამგეობაში.