ამბულატორია ერთადერთი ექიმითა და დანგრეული შენობით (ვიდეო)

745

გუმათის დასახლების ერთადერთ ამბულატორიას მხოლოდ ერთი ექიმი ჰყავს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

სამედიცინო დაწესებულება, რომელიც გუმათის დასახლების გარდა, ხუთი სოფლის მოსახლეობას ემსახურება, დანგრეული და ამორტიზებული.

შენობა, რომელიც 1956 წელს, გუმათჰესთან ერთად ააშენეს, 62 წელია რემონტი აღარ ჩატარებია.

მოსახლეობამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოს მიმართა. საბჭომ იდეა განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.