ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

1105

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ. საქმე ბულვარის ტერიტორიაზე  მერიის საკუთრებაში არსებულ  117 კვადრატულ  მეტრ ფართობზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე კაფეს ეხება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

გელა დეკანაძის განცხადებით შპს “ამბასადორმა“ ძეგლის რესტავრაციის ნაცვლად დემონტაჟი განახორციელა. აჭარის კულტურული  მემკვიდრეობის სააგენტომ მერიას კომპანიის დაჯარიმება მოსთხოვა. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ უწყებას რეაგირება არ ჰქონია.

გელა დეკანაძეს ეჭვი აქვს, რომ კვების ობიექტის ნაცვლად აქ მრავალსართულიანი სახლი შენდება.

ძეგლის უნებართვო დემონტაჟს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ადასტურებენ.