ბათუმის გამწვანების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

1195

“ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამსახურის დირექტორად დავით დიასამიძე დაინიშნა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არნიშნულ სფეროში გამოცდილება არ აქვს, თუმცა საკუთარი პროექტების განხორციელებას გეგმავს. დიასამიძის თქმით, ვაკანტურ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მერს თვითონ შესთავაზა.

პროფესიით იურისტი დავით დიასამიძე, წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასა და ბიზნესსექტორში იყო დასაქმებული. ამ დრომდე კი თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 5 ნოემბრამდე “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის” უფროსის მოვალეობას, მოადგილე ასრულებდა.