რუსთავში, ყველა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები გაუქმდა და დაილუქა.
მერიის ცნობით, აღნისნულ სამუშაოებს “რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ. “რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორ გიორგი გოროზიას განცხადებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები, ჯამში 249 მრავალსართულიანი კორპუსის 1 043 სადარბაზოში დაილუქა. საცხოვრებელი შენობების მიმდებარედ კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები 420 ურნა განთავსდა.
“საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების გაუქმება-დალუქვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი. დალუქვის სამუშაოების დაწყებამდე, ცენტრის სპეციალისტები ბუნკერების სადერატიზაციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ, რაც მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავებას მოიცავს,”, – აცხადებენ მერიაში.