ქუთაისის მერიამ რუსთაველის ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოწყობის მიზნით ელექტრონული ტენდერი განმეორებით გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით ხიდზე 4 მოჩუქურთმებული სვეტი განთავსდება, რომელზეც ნათურები დამონტაჟდება.
ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოწყობის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი მერიამ აგვისტოშიც გამოაცხადა, მაშინ სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 860 ლარი იყო გათვალისწინებული. ამჯერად მერიამ სამუშაოებისათვის 117 943 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ოთხმოცდაათ კალენდარული დღეში უნდა შეასრულოს. სატენდერო წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დაიწყება და 26 დეკემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ხიდს ქუთაისის მერიამ რეაბილიტაცია 2014 წელსაც ჩაუტარა.