ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ თხინვალაში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სამუშაოები ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით დაიწყო. პროექტის ღირებულება 25 398 ლარს შეადგენს.
ამასთან, გამგეობის ცნობით, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა პოლიტკოვსკაიას N38-შიც მიმდინარეობს. სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 26 923 ლარია გამოყოფილი.