ბათუმში ახვლედიანის ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში გაზის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ნაცვლად ახალს ააშენებენ. პროექტი ზონალურმა საბჭომ გუშინ შეითანხმა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, იგივე მასშტაბის სახლი აიგება. ბინები კი იმ 9 ოჯახს გადაეცემა, რომლებიც აფეთქების შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ და მერიას ქირით ჰყავს გასახლებული.
მშენებარე კომპანიამ ნებართვის მიღების პროცედურა ბათუმის მერიაში უნდა გაიაროს.