ახალციხის სოფლებში წყლის სისტემებს რეაბილიტაცია უტარდება

666

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წინუბნის, გურკელის, აგარის, ზიკილიისა და მუგარეთის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში წინუბანში ე.წ. “დათვების ღელეში“  სასმელი წყლის სისტემის ახალი სათავე-ნაგებობა მოეწყობა, საიდანაც მაგისტრალური მილსადენით წყალი გამწმენდ-ნაგებობაში წავა. ასევე, მოეწყობა ახალი გამწმენდი-ნაგებობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულს.

როგორც მერიაში აცხადებენ, გამწმედნი-ნაგებობიდან სასმელი წყალი მაგისტრალური მილსადენებით მიეწოდება დასახლებულ პუნქტებს.

მათივე ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი სოფელ მუგარეთის სასმელი წყლის მაგისტრალის ნაწილის მოწყობას მოიცავს, 2019 წელს კი პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდება და სოფელ მუგარეთამდე მთლიანი მაგისტრალი მოეწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.