ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკვერების მოწყობა მიმდინარეობს

940

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პროგრამის – „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში“ (UNDP) გრანტის ფარგლებში, სკვერების მოწყობა მიმდინარეობს.

ამბრულაურის მერიის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიმდინარე სკვერის რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტის მერთან – ზვიად მხეიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების შექმნა, რაც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემთ საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ და მეტად მოახდინონ თვითრეალიზაცია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“ – ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მონაწილეობა მიიღო საპროექტო წინადადებით – „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკვერების რეაბილიტაცია ამბროლაურში“ და გრანტის სახით 137 000 ლარი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც ვაჟა-ფშაველასა და კოსტავას ქუჩებზე 2 სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.