ქალაქ გურჯაანში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო” ასრულებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 156 276 ლარს შეადგენს.
ამასთან, სოფელ ველისციხეში, ე.წ. “ჩაჩაანის” ბოლო ნაწილში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ გზაზე მოეწყო სანიაღვრე არხი და მოასფალტდა 966 მეტრი სიგრძის გზა, რისთვისაც ჯამში 339 583 ლარი დაიხარჯა.
ასევე, ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, ამ დროისთვის, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “ქვენიფნელი”, ბორდიურებს აკეთებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი 1 652 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება. პროექტის ღირებულება 294 000 ლარს შეადგენს.