ხუდადოვისა და მესხის ქუჩების კვეთაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ცნობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 220 კვ.მ ფართობზე შესრულდა და პროექტის ფარგლებში, გამწვანებული სივრცე, სარწყავი სისტემა, გარეგანათების ქსელი, ბორდიური, ფილები, სკამები და სანაგვე ურნები მოეწყო. ასევე, კაუჩუკის მოედანზე დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 48 651 ლარი გამოიყო.