პირველი ოტობაიას გამგებლის სახლში აფეთქება მოხდა

764

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია იუწყება, წუხელ დაახლოებით 2:20 საათზე სოფლის გამგებლის, ვიტალი სოროკინის სახლში დაუდგენელმა პირმა ან ჯგუფმა სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. როგორც ე.წ. გალის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სოროკინი შემთხვევის დროს ოთახში არ იმყოფებოდა და სრულიად შემთხვევით გადარჩა. ადგილზე დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავები იმყოფებიან.

წყარო: ლაივპრესი