სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფელში, 850 მეტრი ასფალტო-ბეტონის გზის მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, ახალსოფელში ცენტრალური გზიდან ბორანამდე მისასვლელი გზა მოსახლეობისთვის სირთულეს წარმოადგენდა. ამასთან, აღნიშნული გზა სამტრედიის მუნიციპალიტეტს, ვანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელთანაც აკავშირებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ლატექსი” აწარმოებს.