გლდანის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 897 785 ლარი დაიხარჯა.
გამგეობის ინფორმაციით, 104 988 კვ.მ ფართობზე შეკეთდა და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერს 32 მისამართზე, ხოლო, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის 33 მისამართზე განხორციელდა; გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო 2 მისამართზე და დემონტაჟი ჩაუტარდა ავტოფარეხებს 2 მისამართზე, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები რეაბილიტირდა 1 მისამართზე; ამასთან, ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა 12 მისამართზე, 15 მისამართზე გაკეთდა ფანჩატურები, განთავსდა 160 საპარკე სკამი, 12 მისამართზე მოეწყო ლითონის მოაჯირები და 4 მისამართზე რეაბილიტირდა კიბე და პანდუსები. ჩატარდა 10 სპორტული ღონისძიება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი 47 პროექტი განხორციელდა.