ნაძალადევის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა

514

ნაძალადევის რაიონში 9 თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 992 700 ლარი დაიხარჯა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობა 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 33 889 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15 სპორტულ მოედანს და 3 სკვერს, ამასთან, მოეწყო 1 ახალი სკვერი, 5 საბავშვო გასართობი ატრაქციონი, 8 დასასვენებელი პავილიონი, 2 სავარჯიშო ტრენაჟორები და 9  საყრდენი კედელი; 19 სახურავის ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 20 კორპუსში გამოცვალეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, გამაგრდა 2 საცხოვრებელი სახლი, რეაბილიტირდა 6 ლიფტი, გარემონტდა სადარბაზოები 2 მისამართზე. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 საერთო სარგებლობის კიბეს, ჩატარდა 8 კულტურულ-სპორტული ღონისძიება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 62 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა;