ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პირველი მოადგილის პოსტზე ალქსანდრე მეტრეველი დანიშნა. მეტრეველმა გუბერნატორის ახლა უკვე ყოფილი პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი შეცვალა.
რაც შეეხება მეორე მოადგილეს, ამ თანამდებობაზე ზაურ დარგალი დაინიშნა. ზაურ დარგალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა ქვემო ქართლის რეგიონში.
ზაურ დარგალმა დაადასტურა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას გუშინ მოაწერა ხელი და ის დღეიდან შეუდგა მუშაობას. ზაურ დარგალმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე მეტრეველი დაინიშნა.
წყარო: ინტერპრესნიუსი