წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში დღეს გზების რეაბილიტაცი დაიწყო. მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 1 196 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 4 მსხვილი პროექტი განხორციელდება.
მათივე ცნობით, სოფელ თერნალის, ბანოჯის, გეგუთის, ოფშკვითისა და მუხიანის გზების მოწესრიგებას ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბეტონის საფარი ჯამში 6 კილომეტრზე დაიგება, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “მიმდემი“ აწარმოებს.